თელავის რაიონულ სასამართლოში, ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმის წინა სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესს ესწრება დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძე, რომელიც წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. გამყრელიძემ მოსამართლე ზვიად შარაძეს სიტყვით მიმართა, სადაც განმარტა, რომ დაკავების დღეს სამართალდამცავები სასურველი ჩვენების მიცემის მიზნით მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დღესვე ადვოკატი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის ბათილად ცნობას და დაკავებულის გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.
რამდენიმე დღის წინ ომარ გამყრელიძეს ცოლის, შვილის, რძლის და ნათესავის მკვლელობის ბრალდება მოეხსნა და ბრალის დაზუსტების შემდეგ, მას გამოძიება არა მკვლელობას, არამედ მკვლელობაში დახმარებას ედავება მკვლელობა მიმდინარე წლის 3 მაისს მოხდა.