ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე განიხილავს.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფური დანაშაულის ორგანიზების და ხელმძღვანელობის ბრალდებით ორი პირი - 1985 წელს დაბადებული მ.ღ. და 1987 წელს დაბადებული ი.ჩ. დააკავეს. მათივე ცნობით, აღნიშნული პირები დაკავებულები არიან სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ან/და მათზე თავდასხმა.
"უდანაშაულო ვარ და ამას დავამტკიცებ.-განაცხადა ჟურნალისტებთან ირაკლი ჩხვირკიამ.