ჩილეს ქალაქ რანკაგუაში მდებარეობს ზოოპარკი Safari Lion Zoo, სადაც გალიებში არიან არა ცხოველები, არამედ მნახველები. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანებმა შეძლონ, მოინახულონ ცხოველები ბუნებრივ გარემოში.ყვეელას ეძლევა საშუალება, მიუახლოვდეს ლომებს მაქსიმალურად ახლოს და დაათვალიეროს ზოოპარკი მანქანით, რომელიც გარედან უსაფრთხოდაა შემოსაზღვრული. გალიიდან ლომების გამოკვება აკრძალულია. თუმცა, ფოტოების გადაღება და ხელის შეხებაც კი დასაშვებია. მაგრამ, ეს ადგილი მხოლოდ მამაცებისთვისაა, ვინაიდან აქ ცხოველები თავისუფლებას არიან მიჩვეული და მათი ქმედება სრულებით არაპროგნოზირებადია. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.ლომებს მიიზიდავს მხოლოდ ახალი ხორცი, რომელიც თან უნდა იქონიონ სტუმრებმა. სუნი იზიდავს მტაცებლებს და ისინი ხტებიან მანქანაზე, ათალიერებენ ადამიანებს.