მილიონობით კიბორჩხალა კუბის სანაპიროებზე ტყიდან გამოვიდა და რამდენიმე დღის მანძილზე წყლის საძებნელად გაემართა. გზებზე, შენობებთან და ტროტუარებზე კიბორჩხალებმა ქაოსი გამოიწვიეს და ავტომობილების მოძრაობა შეაფერხეს. ”ამერიკის ხმის” მიერ გავრცელებულ ვიდეოში კარგად ისმის მათ მიერ გამოცემული ხმაც. ეს კუბის სხვადასხვა ნაწილში ყოველ წელს, გაზაფხულის პირველი წვიმის შემდეგ ხდება.