კლუბური მუსიკის ფანებს იტალიის ქალაქ პადოვაში განსაკუთრებული სიურპრიზი მოუმზადეს, ცნობილმა გერმანელმა DJ-მ პეგი გოუმ შოუ წყალქვეშა სივრცელეში გამართა. უჩვეულო ღონისძიება მყვინთავების ცენტრის აუზში 42 მეტრის სიღრმეზე გაიმართა. წყლის ოდენობამ კი 4. 3 მილიონ ლიტრს გადააჭარბა. კლუბში მოხვედრა სპეციალური ლიფთის საშუალებით იყო შესაძლებელი.