გადაიჭრა უბინაოდ დარჩენილმა ერთ-ერთმა დევნილმა გორის ადმინისტრაციულ შენობაში ვენები გადაიჭრა. ახალგაზრდა მამაკაცს პირველადი დახმარება ადმინისტრაციის შენობის დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს და სასწარფო დახმარება გამოიძახეს. დაშავებული სტაციონარში გადაიყვანეს.დაზარალებულის განცხადებით, თვითდაზიანება პროტესტის ნიშნად მიიყენა. ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია და ამჟამად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში ერთ-ერთ ამორტიზებულ სახლში ცხოვრობს. დაშავებულის მეუღლის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი ონკოლოგიური ავადმყოფია და ქიმიის კურსი უტარდება. მისივე თქმით, თავადაც ეპილეფსიითაა დაავადებული. ოჯახს ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს, რომელთაგან ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა.ამ წუთებში ადმინისტრაციულ შენობაში შეკრებილ დევნილებს დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები ხვდებიან, რომლებიც გორში ცოტა ხნის წინ ჩავიდნენ.