ტაქსით მომსახურების ამერიკულმა კომპანიამ Uber-მა კორონავირუსის პანდემიის გამო ხარჯების შემცირების მიზნით თანამშრომლების 14% გაათავისუფლა.
ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების და გაცვლითი კომისიის ვებსაიტზე განთავსებული დოკუმენტის თანახმად, გათავისუფლდება 3 ათას 700 თანამშრომელი, რომლებიც ძირითადად კადრებისა და მომხმარებელთა დახმარების განყოფილებაში მუშაობდნენ.
ამავე დროს, კომპანია 20 მილიონი ამერიკული დოლარის გამოყოფას გეგმავს, რათა გათავისუფლებულ თანამშრომლებს გარკვეული თანხა გადაუხადოს. ასევე ცნობილი გახდა, რომ წლის ბოლომდე ხელფასს არ აიღებს კომპანიის გენერალური დირექტორი.
როგორც ცნობილია, საკარანტინო ზომების გამო Uber-ს მარტში გამოძახებების რაოდენობა 70%-ით შეუმცირდა.