კომპანია Uber-ის თვითმართვადი სატესტო ავტომობილის ავტოსაგზაო შემთხვევა უსაფრთხოების სისტემაში არსებულმა ხარვეზებმა გამოიწვია, - ამის შესახებ BBC წერს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, არიზონას ერთ-ერთ ქუჩაზე 49 წლის მოქალაქე დაიღუპა.
შტატების ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, ავტომობილის სისტემამ ქვეითის იდენტიფიცირება ვერ შეძლო. დეტალური დათვალიერების შემდეგ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არაერთი პრობლემა გამოიკვეთა, თუმცა, ავტოსაგზაო შემთხვევის ზუსტი მიზეზი ვერ დადგინდა. არსებული ინფორმაციით, ზუსტი მიზეზი 19 ნოემბერს გახდება ცნობილი.
გამოცემის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა 2018 წლის მარტში მოხდა. კვლევის თანახმად, Uber-ის თვითმართვად ავტომობილებს 2016 წლიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით, 37 ავტოსაგზაო შემთხვევა მოუხდათ.