Uber Technologies-ი საკვების მიწოდების სერვისს, ამერიკულ Postmates ყიდულობს. როგორც Bloomberg-ი წერს, შეთანხმება უკვე შედგა, შესყიდვის ღირებულება კი 2 მილიარდ 650 მილიონ დოლარს შეადგენს.
გამოცემის ინფორმაციით, გარიგება Uber–ის დირექტორთა საბჭომ უკვე დაამტკიცა და ის შესაძლოა, ოფიციალურად უახლოეს დღეებში გამოცხადდეს.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანებულ ბიზნესს Uber Eats-ის მოქმედი აღმასრულებელი დირექტორი პიერ-დიმიტრი უხელმძღვანელებს.