უბედური შემთხვევა ტყიბულის შახტაში: დაიღუპა 6 ადამიანი, არიან დაშავებულებიც - Palitra News

უბედური შემთხვევა ტყიბულის შახტაში: დაიღუპა 6 ადამიანი, არიან დაშავებულებიც

2018-04-05 09:39:35+04:00

ტყიბულის შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი, ასევე არიან დაშავებულები. როგორც საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირებში აცხადებენ, შემთხვევა მინდელის მაღაროში, დილის 04:00 საათზე მოხდა. მათი ინფორმაციით, არიან დაღუპულები, თუმცა რაოდენობას ამ ეტაპზე აზუსტებენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაღუპულია ექვსი ადამიანი, სამი კი - დაშავებული.

იხილეთ: მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესასწავლად, შრომის ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლები გაემგზავრნენ

დიმიტრი ქუმსიშვილი ტყიბულში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა