უბედური შემთხვევა თბილისში - პოლიტკოვსკაიას 57 ნომერში მშენებარე კორპუსიდან მუშა ჩამოვარდა და გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ეხება, რომელმაც სიცოცხლის მოსსპობა გამოიწვია. გასულ წელს, იგივე ობიექტზე კიდევ ერთი მუშა გარდაიცვალა.