უბედური შემთხვევა მოხდა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, ჩემი მეზობელია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წარმომადგენლმა დავით სერგეენკომ განაცხადა. ის თამარაშვილის ქუჩაზე, იმავე კორპუსში ცხოვრობს, სადაც ცოტა ხნის წინ ხანძარი გაჩნდა და მამაკაცი დაიღუპა. მისი თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და მეზობლებს არც აფეთქების ხმა გაუგიათ.