უბედური შემთხვევა კარალეთის ბაზაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი ბაზის ტერიტორიაზე დაიღუპა. შემთხვევა 25 თებერვალს მოხდა. ოჯახის წევრების თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სოსო ანესაშვილი ნორმატივებს აბარებდა. ანესაშვილი დაზიანებებით გორის საავადმყოფოში გადაყვანისას გზაში გარდაიცვალა. ოჯახს დამატებითი ინფორმაცია არ აქვს. მათთის უცნობია ჩაუტარდა თუ არა ცხედარს ექსპერტიზა.