უბედური შემთხვევა ბათუმში: 50 წლამდე ქალი ფანჯარას ასუფთავებდა და მეოთხე სართულიდან გადმოვარდა - Palitra News

უბედური შემთხვევა ბათუმში: 50 წლამდე ქალი ფანჯარას ასუფთავებდა და მეოთხე სართულიდან გადმოვარდა

2017-12-15 09:50:30+04:00

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან 50 წლამდე ქალი გადმოვარდა და გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ქალბატონი ფანჯარას ასუფთავებდა, რა დროსაც მოხდა უბედური შემთხვევა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.