დედაქალაქში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილი დიდუბის რაიონია, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვადრატულ კილომეტრზე 8,5 კაცია. ამის შესახებ ინფორმაცია „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების ინტერაქტიულ რუკაზეა მოცემული. დიდუბის გარდა, ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ადგილებს შორისაა ასევე ისნისა და ჩუღურეთის რაიონი; ხოლო ნაკლებად მჭიდროდ დასახლებული რაიონებია სამგორი, კრწანისი და მთაწმინდის რაიონი.
რაც შეეხება საბინაო პირობებს, საქსტატის მონაცემების მიხედვით, თბილისის უბნებიდან ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი ფართი, კერძოდ, 20.5 კვადრატული მეტრი - მთაწმინდის რაიონში; ყველაზე ნაკლები კი სამგორის რაიონშია, სადაც ერთ სულ მოსახლეზე 12.8 კვადრატული მეტრი მოდის.