ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარაში დადასტურდა.როგორც მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან აცხადებს, ბოლო 24 საათში თბილისში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მიისვე ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 11 კრიტიკულად მძიმე და 75-ზე მეტი მძიმე პაციენტია.
როგორც მარინა ეზუგბაია აცხადებს, აკრძალვების მიუხედავად, საზოგადოება რეგულაციებს არ იცავს. დიდი თავყრილობები კვლავ იმართება, რაც კორონავირუსის ინფექციის გავრცელებას უწყობს ხელს.