პრეზიდენტი შეწყალების ბოლო აქტს აღარ გამოსცემს - ამის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად წყნეთში მომხდარი კრიმინალური ფაქტი სახელდება, რა დროსაც შეწყალებულმა ყოფილმა პატიმარმა ციხის სამი თანამშრომელი დაჭრა.უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ მარგველაშვილს აღარ აქვს უფლება შეიწყალოს პატიმრები, რადგან ბოლო პერიოდში ჩადენილი სასტიკი დანაშაულებების უმრავლესობა სწორედ პრეზიდენტის შეწყალებული ყოფილი პატიმრების ჩადენილია. განსხვავებულია ოპოზიციის პოზიცია სადაც მიაჩნიათ რომ მარგველაშვილმა თავისი კონსტიტუციური უფლება ბოლომდე უნდა გამოიყენოს. რეალურად რატომ თქვა უარი გამოეყენებინა ბოლო შესაძლებლობა შეწყალების აქტის გამოცემასთან დაკავშირებით - თავად პრეზიდენტი კი მიზეზებს არ ასახელებს. ,ის მხოლოდ ამ თემაზე ოპონენტების მხრიდან მის კრიტიკას ეხმაურება.