უხვი ნალექისა და ცუდი ხილვადობის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ყველა საერთაშორისო რეისი გაუქმებულია. სავარაუდოდ ფრენები ამინდის გაუმჯობესებისთანავე შესრულდება, თუმცა კონკრეტულად როდის აღდგება აეროპორტის სრულფასოვანი მუშაობა ამ დროისთვის უცნობია.