საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საქართველოს ტერიტორიაზე მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-რეალიზაციის და ქვეყანაში კონტრაბანდული გზით შემოტანის ფაქტების გამოვლენის მიზნით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში საქართველოში მოქმედი უწყებათაშორის დანაყოფთან ერთად აქტიურ ღონისძიებებს ახორციელებს.
ერთობლივად გატარებული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის გადაზიდვის 2 ფაქტი გამოვლინდა და ბრალდებულის სახით სომხეთის 2 მოქალაქის დაკავება მოხდა.