ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, აქციზური მარკის სავალდებული დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის - სხვადასხვა დასახელების სპირტიანი სასმელების უაქციზოდ გადაზიდვის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საკუთარი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით, კანონსაწინააღმდეგოდ მოახდინა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სპირტიანი სასმელების აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა. საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო პროდუქცია ნივთმტკიცების სახით ამოიღო.