ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის, თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში მალულად გაასაღა მარკირებას დაქვემდებრებული, სომხური წარმოების უაქციზო სიგარეტი "მასტერი" საგამოძიებო სამსახურის მიერ უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოღებულა ნივთმტკიცების სახით.