სამართალდამცველებმა აქციზური პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე, დიდი ოდენობით, ჯგუფურად რეალიზაციის ფაქტზე, ორი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, ქალაქ თბილისში, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში მოახდინეს უაქციზო, სომხური წარმოების თამბაქოს ნაწარმის, სიგარეტი "MASTER"-ის უკანონოდ რეალიზაცია.
საგამოძიებო სამსახურის მიერ განხორციელებული ჩხრეკის შედეგად, ბრალდებულებისგან ამოღებულია დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.