თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა მოახდინეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის, დიდი ოდენობით სომხური წარმოების სიგარეტის "BLACK TIP"-ის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაცია. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსისმე-200 მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.