სამართალდამცველებმა უაქციზო პროდუქციის გადაზიდვის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავეს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავებით, საბაჟო-გამშვები პუნქტის, "ნინოწმინდა"-ს გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული, სხვადასხვა სახეობის დიდი ოდენობითუაქციზო სიგარეტი. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული საბაჟო-გამშვებ პუნტქზე დააკავა, ხოლო უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.