ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა - რეალიზაციის ფაქტზე, ერთი მეწარმე სუბიექტი ამხილეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, ზესტაფონში მდებარე სავაჭრო ობიექტზე ინახავდა და რეალიზაციას უკეთებდა სხვადასხვა დასახელების, უცხოური წარმოების ალკოჰოლურ სასმელს შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე. ამოღებულია 66 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.