მტკვრის სანაპიროზე 8 კმ სიგრძის ველოტრასა უახლოეს პერიოდში ამოქმედდება. ტრასა წრიული იქნება. ველოტრასა „დედაენის ბაღიდან“ დაიწყება და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტროტუარზე გაგრძელდება. ვახუშტის ხიდით კი მტკვრის მეორე სანაპიროზე გადავა, ზაარბრიუკენის მოედანს გაივლის და დედაენის ბაღიდან შესაძლებელი იქნება რიყის პარკში გადასვლა.
საქალაქო სამსახურის განცხადებით, ველოსიპედებით მოსიარულეებისთვის მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ორი შუქნიშანი დამონტაჟდა. კერძოდ, რესტორან „თავადურთან“ და „ზაარბრიუკენის მოედანთან“. ასევე, ველოტრასის მიმდებარედ ოთხი ველოსადგომი გაკეთდა. კერძოდ, დედაენის ბაღში, მშრალ ხიდთან, რიყეზე და ზაარბიუკენის მოედანთან.