ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა Wizzair-ის რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს. მისივე თქმით, ფრენების აღდგენის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს Ryanair-თანაც და საკითხი მიმდინარე წელს გადაწყდება. მისი თქმით, ფრენები ეტაპობრივად იხსნება და ამ ეტაპზე სექტემბერში 90-მდე ფრენაა დაგეგმილი.