უახლოეს დღეებში ბაზარზე ახალი ქართული ნატურალური წვენი "ჩერო" გამოჩნდება. კომპანია "ზედაზენის" ცნობით, წვენი "ჩერო" უნიკალური ასეპტიკური ტექნოლოგიით დამზადდება, რაც პროდუქტის დაბალი ტემპერატურული რეჟიმით დამუშავებას გულისხმობს. აღნიშნული ტექნოლოგია საშუალებას იძლევა შენარჩუნდეს ხილის გემო, სტრუქტურა და სასარგებლო თვისებები.
სავაჭრო ქსელებში პირველ ეტაპზე ვაშლის, ფორთოხალი მანდარინით, ალუბალი ვაშლით და მულტიხილის ნექტრები გაიყიდება. მომავალში კი დაგეგმილია ფორთოხლის და ვაშლის 100%-იანი წვენის, ალუბლის, ანანასის ნექტრის და სხვა ხილისგან დამზადებული მიქსების წარმოება. აღნიშნული პროექტის ღირებულება დაახლოებით 25 მილიონ ლარს შეადგენს.