თურქეთში ავარიას შედეგად დაშავებულები ჯერჯერობით საქართველოში ვერ დაბრუნდებიან, რადგან მკურნალობის პირველი ეპიზოდი იმ კლინიკაში უნდა დასრულდეს, სადაც ოპერაცია ჩატარდა, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. როგორც მინისტრი ამბობს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს ხუთი მოქალაქე თურქეთში კლინიკაში რჩება, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.
ავტოსაგზაო შემთხვევა 16 ივლისს, ტრაპიზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. გასტროლებზე ბულგარეთში მიმავალი ავტობუსი, რომელშიც 38 ადამიანი იმყოფებოდა, გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.