მერიის ყოფილი თანამშრომლის, ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მედიკოსების ინფორმაციით, დაგეგმილია დამატებითი კვლევების ჩატარება, რის გამოც კონსილიუმის მოწვევა იგეგმება.ნონა მაისურაძის ინფორმაციით, ოთარ აბესაძე კონტაქტურია და ამჟამად ჩივილები არ აღენიშნება. ოთარ აბესაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ჩაფიძის კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ მას გულის შეტევა ჰქონდა, თუმცა საბოლოო პასუხი დღეს გახდება ცნობილი.