შს მინისტრის მოადგილის კახა საბანაძის ინფორმაციით, გორში, 8 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ სამართალდამცველებს 14 წლის წინ დაკარგული 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილთან დაკავშირებით დამატებითი ჩვენება მისცა.„2004 წლის საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა ბრალდებული იაგო ნებიერიძე. მან მოგვცა დამატებითი ჩვენება. ჩვენების ფარგლებში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, დათვალიერებული იქნა მითითებული ადგილი, აღებული იქნა დოკუმენტური მასალა და ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული მასალის შესწავლა“, - განუცხადა ჟურნალისტებს კახა საბანაძემ.