ბიზნესმენ მინდია გულუას კრასნოდარის კლინიკურ საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ბოლო ინფორმაციით, ის რეანიმაციაში რჩება. ბიზნესმენი სამედიცინო დაწესებულებაში მუცლის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობით შეიყვანეს. ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ამ დროისთვის მინდია გულუა კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. იხილეთ:
ბიზნესმენი მინდია გულუა რუსეთში ჩაცხრილეს - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან