ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონში დასრულდა A ჯგუფის მატჩები და მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა. ეს გახლავთ პოლონეთის ნაკრები, რომელმაც A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და დებულების შესაბამისად, B ჯგუფის მეორეადგილოსან საქართველოს მეოთხედფინალში შეუწყვილდა.პოლონეთმა ჯგუფის ერთადერთი შეხვედრა ესტონეთთან წააგო, თუმცა პირველ ადგილზე მაინც გავიდა. აღსანიშნავია, რომ პოლონეთი ტურნირის ყველაზე ტანმაღალი გუნდია. საქართველო და პოლონეთი ერთმანეთს მეოთხედფინალში 2 აგვისტოს, თბილისის დროით 15:00 საათზე შეხვდებიან.