"ნაციონალურ მოძრაობას" მოვუწოდებ, ნუ გაიქაჩებიან იმაზე, რისი რესურსიც არ აქვთ, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცახდა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობას" დესტაბილიზაციის უფლებას ხელისუფლება არ მისცემს. მისივე თქმით, თუ ვინმეს აქვს მცდელობა ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, ამას გაეცემა შესაბამისი პასუხი კანონიდან გამომდინარე.