ამერიკული კომპანია Twitter-ის კვარტალურმა შემოსავლებმა 1,2 მლრდ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ საუბარია კომპანიის მიერ გავრცელებულ ფინანსურ ანგარიშში.
სამთვიან პერიოდში Twitter-ის შემოსავლები გაზრდილია 16%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მიუხედავად ზრდისა, ამ მაჩვენებელმა ანალიტიკოსების მოლოდინები ვერ გაამართლა, რომლებიც 1,23 მლრდ დოლარის შემოსავალს ელოდნენ.
ამასთან, კომპანიის მოგებამ ამ პერიოდში 513 მლნ დოლარი შეადგინა.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ილონ მასკის მიერ კომპანიის შეძენის ფონზე, ის არ აქვეყნებს მომავალი კვარტლის პროგნოზს. CNBC არც იმას გამორიცხავს, რომ Twitter-ი კვარტალურ ანგარიშს ახლა ბოლოჯერ აქვეყნებს.