კომპანიების Facebook-ის, Twitter-ს და Google-ს ხელმძღვანელები 25 თებერვალს კონგრესში დაგეგმილ მოსმენებზე სიტყვით გამოვლენ. მოსმენა გაიმართება ინტერნეტში დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ გაზეთი The Hill წერს.
მათი მონაცემებით, მოსმენებზე, რომელიც ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტზე გაიმართება, განიხილავენ კომპანიების ადმინისტრაციის ძალისხმევას არასანდო ინფორმაციის გავრცელებაზე კორონავირუსის თემაზე, ასევე იანვარში კაპიტოლიუმში განვითარებულ უწესრიგობაზე.
მოსმენებს დაესწრებიან Facebook-ის ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი, Twitter-ის თავკაცი ჯეკ დორსი და Google-ის გენერალური დირექტორი სუნდარ პიჩაი.