პოპულარული სოციალური ქსელი Twitter-ი არააქტიური გვერდების წაშლას იწყებს. კომპანიის განცხადებით, გაუქმდება ყველა ის გვერდი, რომელიც არაა აქტიური ბოლო 6 თვის განმავლობაში. არააქტიური მომხმარებლების ანგარიშების წაშლა 11 დეკემბრიდან დაიწყება.
ცნობისთვის, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა Twitter-ი დიდი ოდენობით არააქტიურ ანგარიშებს წაშლის. პირველ რიგში, წაშლის კამპანია დაიწყება შტატებს ფარგლებს მიღმა გახნილი ანგარიშებით. მათ არ დაუკონკრეტებიათ, თუ რა რაოდენობის ანაგრიშების წაშლაზეა საუბარი, თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ წაშლას დაექვემდებარება მილიონობით უმოქმედო გვერდი.სექტემბრის მონაცემებით, Twitter-ს 145 მილიონი ყოველდღიური მომხმარებელი ჰყავს.