ჩხრეკის დროს საკონტროლო გამშვებ პუნქტზე თვითმკვლელის აფეთქების შედეგად დაშავებულთა ევაკუაცია. ავღანეთში, ბაგრამის საავიაცო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის „ბრავო" ასეულმა დაზვერვისა და გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეულებთან ერთად გეგმიურ სწავლებაში მიიღო მონაწილეობა. სწავლება ქართველი მშვიდობისმყოფელების გეგმითი შემუშავდა. წვრთნები პერმანენტული ხასიათისაა და სამხედრო უნარ-ჩვევების კიდევ უფრო დახვეწას ისახავს მიზნად. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიას აპრილის თვიდან ასრულებს.