დაახლოებით ხუთჯერ გაისროლეს - რა ჰყვებიან თვითმხილველები ავჭალაში შუახნის მამაკაცის მკვლელობაზე - Palitra News

დაახლოებით ხუთჯერ გაისროლეს - რა ჰყვებიან თვითმხილველები ავჭალაში შუახნის მამაკაცის მკვლელობაზე

2020-10-23 16:16:33+04:00

თვითმხილველების ინფორმაციით, ავჭალაში, იმ ადგილას, სადაც შუახნის მამაკაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, დაახლოებით, ხუთჯერ გაისროლეს. მათივე განცხადებით, სროლის ხმა მიყოლებით იყო.

შეგახსენებთ, რომ ავჭალაში, მამაკაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც „პალიტრანიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.