Aviation Newsroom-ი აქვეყნებს ინფორმაციას, თუ რომელი ქვეყნების მოქალაქეები იყვნენ თვითმფრინავში, რომელმაც თეირანთან კატასტროფა განიცადა - Palitra News

Aviation Newsroom-ი აქვეყნებს ინფორმაციას, თუ რომელი ქვეყნების მოქალაქეები იყვნენ თვითმფრინავში, რომელმაც თეირანთან კატასტროფა განიცადა

2020-01-08 13:31:28+04:00

Aviation Newsroom-ის ინფორმაციით, უკრაინული თვითმფრინავის ბორტზე, რომელმაც თეირანთან კატასტროფა განიცადა, ძირითადად ირანისა და კანადის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. გამოცემის ცნობით, ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 13 წევრი უკრაინის მოქალაქეა, 71 ირანის მოქალაქეა, 73 - კანადის, 4 - გერმანიის, 3- დიდი ბრიტანეთის, 8 - შვედეთის და 6 - ავღანეთის. შეგახსენებთ, ირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილმა ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. ირანში უკრაინის საელჩოში განაცხადეს, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი თვითმფრინავის ძრავის გაუმართაობა გახდა და არა ტერორიზმი. ამჟამად კატასტროფის ადგილას სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.