2012 წელს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება პროკურატურამ კერძო პირებს დაუბრუნა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა კომპანია FLY ADJARA-ს და შპს ავიატორს 2 თვითმფრინავი და ვერტმფრენები იძულებით დაათმობინეს და სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ საწარმო დელტას გადასცეს. პროკურატურაში კონკრეტულ გვარებს არ ასახელებენ, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნულ საქმეზე ბრალი ყოფილ მაღალჩინსონებს წარედგინოთ.