თვითიზოლაციის წესების დარღვევის 13 ახალი ფაქტი გამოვლინდა - Palitra News

თვითიზოლაციის წესების დარღვევის 13 ახალი ფაქტი გამოვლინდა

2020-03-16 17:01:31+04:00

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 13 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გახდა ცნობილი. მათივე ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 55 ადამიანია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს.