სოციალურმა ქსელმა “ტვიტერმა“ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დახურა.
”დონალდ ტრამპის ანგარიშზე ბოლო დროს განთავსებული ტვიტებისა და მათ გარშემო არსებული კონტექსტის ზედმიწევნით განხილვის შემდეგ, ძალადობის შემდგომი წაქეზების რისკის გამო ანგარიში სამუდამოდ დავხურეთ,” - ნათქვამია “ტვიტერის“ განცხადებაში.
ამასთან, კომპანიაში მიიჩნევენ, რომ მოქმედი პრეზიდენტის ტვიტი, სადაც ის აცხადებს, რომ ინაუგურაციას არ დაესწრება, შესაძლოა მისმა მხარდამჭერების ნაწილმა აღიქვას როგორც კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმური იყო.