"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე თვითდასაქმებული პირების მიერ სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად სავალდებულო რეგისტრაციის გავლას უსამართლო სისტემად აფასებს. როგორც ბაქრაძე აცხადებს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი მოთხოვნების გამო სამიდან ორი თვითდასაქმებული, ჯამში კი 600 ათასი პირი დახმარების გარეშე დარჩება.
ბაქრაძის აზრით, ყოველგვარი რეგისტრაციისა და ფილტრის გარეშე დახმარება უნდა გაეწიოს ყველა თვითდასაქმებულს, ვინც სოციალურად დაუცველი, სოფლად მცხოვრები და პენსიონერია.