თვით საბჭოთა დროის კულტურის მინისტრი, ეკატერინე ფურცევაც კი ახერხებდა, რომ ყოფილიყო ცოტა უფრო ტოლერანტული, ვიდრე თქვენ ხართ, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში არის მიწვეული.
როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, პოლიტიკურად თავმოყვარე ადამიანი თანამდებობიდან უკვე გადადგებოდა.