სოფელ აღაიანში, 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან მ.შ-ს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატს საქმის მასალები ამ ეტაპზე არ გაცნობია. შეგახსენებთ, სოფელ აღაიანში 7 თვის ბავშვი მამამ მოკლული 2 დღის წინ იპოვა. პოლიციამ ბავშვის განზრახ მკვლელობის ბრალდებით გარდაცვლილის დედა დააკავა, რომელიც არასრულწლოვანია. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.