საქართველოში შვეიცარიული კომპანია შტადლერის კიდევ ორი ახალი მატარებლი შემოვა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, მატარებლები საქართველოში თვის ბოლოს ჩამოვა და ექსპლუატაციაში სატესტო პერიოდის გავლის შემდეგ, ზაფხულის სეზონისთვის შევა. „შტადლერის“ ახალი მატარებლები, რომლებიც 400 ადამიანზეა გათვლილი, ბათუმის მიმართულებით ივლიან. "საქართველოს რკინიგზამ" შტადლერის 4 მატარებელი გასულ წელს შეიძინა.