თვის ბოლოდან ჭავჭავაძის გამზირის ნაწილი გადაიკეტება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეტაპობრივად მთლიანად გამზირს ჩაუტარდება სამუშაოები, რადგან ტერიტორია ძალიან დაზიანებულია, მიწისქვეშა კომუნიკაციები ცუდ მდგომარეობაშია და მუდმივად ხდება მიწის გამორეცხვა.
ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, იმისთვის, რომ არ მოხდეს საავტომობილო მოძრაობის პარალიზება, გამზირი სექციებად დაიყოფა. ხოლო პირველ რიგში სამუშაოები ვარაზისხევის ამოსასვლელიდან - პიქსელის შენობამდე ტერიტორიაზე განხორციელდება.