გლდანის ციხის რეჟიმის ყოფილი უფროსი ვიქტორ ყაჭეიშვილი აცხადებს, რომ 2011 წელს დაკავებულ ფოტოგრაფებს გლდანის ციხის მაშინდელი უფროსის, ალექსანდრე მუხაძის დავალებით ემუქრებოდა. ყაჭეიშვილი საქალაქო სასამართლოში პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმის სტატუსით იკითხება. მისი თქმით, კონტრდაზვერვის თანამშრომლები, მათ შორის დავით დევნოზაშვილი დაკავებულ ფოტოგრაფებთან საშვის გარეშე, ალექსანდრე მუხაძის გადაწყვეტილებით შედიოდნენ. ყაჭეიშვილის ამ ჩვენებამ გააღიზიანა ბრალდებული დავით დევნოზაშვილი. კონტრდაზვერვის ყოფილმა წარმომადგენელმა, ბრალდებულმა დევნოზაშვილმა მას მოუწოდა, რომ "სიმართლე ილაპარაკოს".