"ტვ პირველის" მენეჯმენტი ტელეკომპანიაზე განხორციელებულ კიბერშეტევას რაიმე კონკრეტულ ფაქტსა და მოვლენას არ უკავშირებს.
აღმასრულებელო დირექტორის ნანა აბურჯანიძის განმარტებით სერვერი დავირუსდა. ამასთან შინაგან საქმეთა სამინისტროდან ვითარების შესასწავლად ადგილზე მივიდა საკმაოდ დიდი ჯგუფი.
არხის ხელმძღვანელო სამართალდამცველებთან ერთად ცდილობს ვითარებაში გარკვევას და მაუწყებლობის შეუფერხებლად განახლებას.